წესი, რომელსა ასრულებს ერის-კაცი მიცვალებულისათვის სახლში და საფლავსა ზედა

წესი, რომელსა ასრულებს ერის-კაცი მიცვალებულისათვის სახლში და საფლავსა ზედა

წესი, რომელსა ასრულებს ერის-კაცი მიცვალებულისათვის 
სახლში და საფლავსა ზედა

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლად-წმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა;

ფსალმუნი 90

რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაისა განისუენოს. ჰრქუას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას. რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრხისა მისგან მონადირეთაისა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა. ბეჭთ-საშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი; ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი – მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ. ხოლო შენ თუალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაი იხილო. რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასო ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა. არა შევიდეს შენდა ძვირი, და გუემაი არა მიეახლოს საყოფელთა შენთა. რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცუად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა; ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი; ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი. რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი. ხმა-ჰყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი. დღეგრძელობითა განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3-გზის).

ტროპარი, ხმა მე-4

სულთა თანა აღსრულებულთა მართალთასა, სულსა მონისა (მხევლისა) შენისასა განუსვენე მაცხოვარ, და ღირს ჰყავ სანატრელსა მას ცხოვრებასა კაცთ-მოყუარე.

განსასუენებელსა შენსა მაცხოვარი, სადა ყოველნი წმიდანი მკჳდრ არიან. განუსუენე სულთა მონისა (მხევლისა) შენისასა, რამეთუ შენ მხოლო ხარ კაცთმოყუარე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შენ ხარ ღმერთი, რომელი შთაჴედ ჯოჯოხეთად, და დაჰჴსენ სალმობანი შესუენებულთანი. აწცა განუსუენე ქრისტე ღმერთო, სულსა მონისა (მხევლისა) ამის შენისასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ მხოლოო უბიწოო და უხრწნელო ქალწულო, რომელმან ჰშევ ღმერთი ჴორცშეხსმული, მას ევედრე, რათა აცხოვნოს სული ამისი.

წარდგომა, ხმა მე-5

განუსუენე მაცხოვარო ჩუენო, მართალთა თანა მონასა (მხევალსა) შენსა, და ესე დაამკჳდრენ ეზოთა შინა შენთა, ვითარცა წერილ არს. უგულებელსჰყუენ, ვითარცა სახიერ ხარ შეცოდაბანი ამისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, და ყოველნივე მეცნიერებით და უმეცრებით ქმნილნი, კაცთმოყუარე.

კონდაკი, ხმა მე-8

წმიდათა თანა განუსუენე ქრისტე, სულსა მონისა (მხევლისა) შენისასა, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.

იკოსი

შენ მხოლო ხარ უკუდავი ყოვლადძლიერო, რომელმან ეგე შეჰქმენ და დაჰბადე კაცი, ხოლო კაცნი ქუეყანით დავიბადენით, და კვალად მუნვე ქუეყანად და მიწად მივიქცევით ჩუენ, ვითარცა-იგი ჰსთქუ შემოქმედმან ჩემმან და მიბრძანე, ვითარმედ მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც, სადა-იგი მივიქცევით ყოველნი მოკუდავნი, ვინაცა დაფლჳსა ჩუენისა გოდებასა ვჰგოდებთ და გალობით ვჰღაღადებთ და ვიტყჳთ საღმრთოსა ამას გალობასა: ალილუია, ალილუია, ალილუია.

უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეიწყალე სული მონისა (მხევლისა) ამის შენისასა (სახელი). ამინ.

სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსუენებაჲ მიჰმადლე უფალო, მიცუალებულსა მონასა (მხევალსა) ამას შენსა (სახელი) და მიეც ამას საუკუნო ხსენება.

საუკუნოდ იყოს ხსენება ამისი;

ხსნება და კურთხევა ამისი (2-გზის).

სულმან მისმან კეთილთა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქუეყანა;

ალილუია, ალილუია, ალილუია.

 

კატეგორია: ლოცვანი | დაამატა: vasoelis (27.05.2008)
ნანახია: 393 | ტეგები: წესი, რომელსა ასრულებს ერის-კაცი მიცვალებ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]