განსაკუთრებული მარხვებიდიდი მარხვა - იწყება აღდგომიდან 7 კვირით ადრე, ორშაბათს და გრძელდება უფლის ბრწყინვალე აღდგომამდე. ეს მარხვა განსაკუთრებულად მძიმეა. თევზით ხსნილია მხოლოდ ხარების (25 მარტი / 7 აპრილი) და ბზობის (დიდ-მარხვის მე-6 შაბათი) დღესასწაულებზე. პეტრე-პავლობის მარხვა - ცვალებადი ხანგრძლივობისაა. იწყება სულთმოფენობიდან 1 კვირის შემდეგ, ორშაბათს და გრძელდება პეტრე-პავლობის დღესასწაულამდე (29 ივნისი / 12 ივლისი). მძიმე მარხვა არაა. ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა ხსნილია თევზით. მარიამობის მარხვა - იწყება 1 / 14 აგვისტოს და გრძელდება მიძინების დღესასწაულამდე (15 / 28 აგვისტო). მძიმე მარხვაა. თევზით ხსნილია მხოლოდ ფერისცვალების დღესასწაულზე (6 / 19 აგვისტო). შობის (ანუ ფილიპეს) მარხვა - იწყება 15 / 28 ნოემბერს და გრძელდება ქრისტეშობის დღესასწაულამდე (25 დეკემბერი / 7 იანვარი). მძიმე მარხვა არაა. ახალი სტილით 25 დეკემბრამდე ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა ხსნილია თევზით. ერთდღიანი მარხვებიყოველი კვირის ოთხშაბათი (ამ დღეს იუდამ გასცა ქრისტე) და პარასკევი (ამ დღეს ქრისტე ჯვარს აცვეს), გარდა მსგეფსისა. ნათლისღების წინა დღე - 5 იანვარი / 18 იანვარი თავისკვეთა დიდებულისა წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა იოანესი - 29 აგვისტო / 11 სექტემბერი მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა ჯვარისა. აფხაზეთის დაცემის დღე - 14 სექტემბერი / 27 სექტემბერი
| |
| |
ნანახია: 1008 | |
სულ კომენტარები: 0 | |