მზე გაჩერდა! ანუ ნაჩუქარი დღე.
„ყველა მეცნიერული აღმოჩენა დაშვებულია ერთი მიზნით:
დამოწმდეს ის ღვთიური გამოცხადებანი, რომლებზეც ბიბლიაშია მოთხრობილი."
ასტრონომი გირშელი ღმერთის წინააღმდეგ მებრძოლთ უფრო და უფრო უძნელდებათ ადამიანთა ცხოვრებაში ღმერთის მონაწილეობის უამრავი ისტორიული ფაქტის უარყოფა - ბიბლიაში აღწერილი სასწაულებისა, რადგან მათი რეალურობა უფრო და უფრო ხშირად მტკიცდება მეცნიერულად. ეს ამბავი, ღვთის განკარგულებით, მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში ამერიკელ სწავლულებსა და ასტრონავტებს შეემთხვათ, რომლებიც სივრცის შემსწავლელ პროგრამაზე მუშაობდნენ. ისინი იკვლევდნენ, როგორი მდგომარეობა ექნებოდა მზეს, მთვარესა და სხვა პლანეტებს კოსმოსში 1000 წლის შემდეგ. „ამის ცოდნა იმისათვის გვჭირდება, რომ ზუსტად განვსაზღვროთ თითოეული თანამგზავრის ორბიტა მისი მთელი არსებობის მანძილზე და, ამგვარად, მომავალში თავიდან ავიცილოთ მათი შეჯახებანი", - ამბობს „კერტის ენჯირინგის" კომპანიის პრეზიდენტი, ამ პროგრამის კონსულტანტი, ბატონი ჰაროლდ ჰილი. მეცნიერები მუშოაბდნენ კომპიუტერზე, რომელიც სპეციალური პროგრამის საშუალებით ასრულებდა გამოთვლებს როგორც ერთი საუკუნის შემდეგ მონაცემებზე, ისე ერთი საუკუნის წინანდელზე. მოულოდნელად კომპიუტერმა მუშაობა შეწყვიტა და მონიტორზე გამოჩნდა შეტყობინება, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ ან პროგრამა იყო არასწორი, ან მასში შეტანილი მონაცემები და მიღებული შედეგები ერთმანეთს არ უთანხმდებოდა. როდესაც სპეციალისტებმა კომპიუტერი შეამოწმეს და განაცხადეს, რომ ყველაფერი „წესრიგში იყო", პროექტის უფროსი დაინტერესდა, რა ხდებოდა. პასუხად კი მიიღო, რომ გასულ დროს ერთი დღე აკლდა. ტვინის ჭყლეტამ სწავლულებს არაფერი მოუტანა. მათ ვერ გაეგოთ, რატომ მოხდა ასე. მაშინ ერთმა მეცნიერმა, როგორც აღმოჩნდა, მორწმუნე ქრისტიანმა თქვა, რომ ბავშვობაში საკვირაო სკოლაში დადიოდა, სადაც გაეგონა იმის შესახებ, თუ როგორ გაჩერდა მზე და არ იძვროდა. თუმცა, რა თქმა უნდა, მისი ერთბაშად ყველამ როდი ირწმუნა. მან აიღო წმიდა წერილი, მოძებნა „ისუ ნავეს წიგნი" და ყველამ წაიკითხა ნებისმიერი „საღადმოაზროვნე" ურწმუნო ადამიანისათვის საკამოდ უცანური მტკიცება: „უთხრა უფალმა ისუს: ნუ შეგეშინდება მათი, რადგან თქვენს ხელში მყავს ისინი ჩაგდებული. ვერცერთი მათგანი ვერ დაგიდგება წინ” (ისუ ნავეს ძე 10; 8). ისუ ნავე წუხდა დროის სიმცირის გამო, რადგან ბინდდებოდა, დღის სინათლე კი, როგორც ის ფიქრობდა, აუცილებელი იყო მტერზე გასამარჯვებლად. „მაშინ ელაპარაკა ისუ უფალს იმ დღეს (...) და თქვა (...) მზეო დადექ (...) და მთვარევ (...)! და დადგა მზე და არ განძრეულა მთვარე (...). განა ეს ჩაწერილი არ არის იაშარის წიგნში? „იდგა მზე შუაგულ ცაში და თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას." (ისუ 10; 12-13). „ძლიერი იყო ომში ისუ ნავეს ძე (...), როგორ განდიდდა, როცა ხელები აღაპყრო (...)! (...) განა მისი ხელით არ გაჩერდა მზე და იქმნა ერთი დღე ვითარცა ორი?" (ზირ. 46; 1-5). „აი, ის დღეც, რომელიც საუკუნეს აკლია", - თქვეს მეცნიერებმა და გადაწყვიტეს, კომპიუტერში ისევ გადაემოწმებინათ, ანუ გამოეთვალათ წარსულის დღეები, ოღონდ იმ დღემდე, რომელზედაც ბიბლიაშია მოთხრობილი. გამოირკვა, რომ დრო, რომელიც ისუ ნავეს ძის ბრძოლისას აკლდებოდათ 23 საათი და 20 წუთი იყო და არა მთელი დღე. მიღებული პასუხის მიახლოებითობამ, უფრო ზუსტად, 40 წუთის ნაკლებობამ, მეცნიერებს ინტერესი გაუღვიძა და მათ წმიდა წერილის ტექსტები უფრო გულმოდგინედ გადაიკითხეს; იქ ხომ სწორედ ასე წერია: „მზე (...) თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას" (ისუ 10; 13), და არა მთელი დღე. მეცნიერებს კიდევ ერთხელ მოუწიათ დაეჯერებინათ, რომ „ღვთიურ წიგნებში შემთხვევით არაფერია ნათქვამი. თვით უმნიშვნელო სიტყვაშიც კი საგანძური იმალება", - როგორც წმიდა განმანათლებელი იოანე ოქროპირიც გვასწავლის. (Толк. быт. 10; 4). ეს პატარა სიტყვა „თითქმის", როგორც აღმოჩნდა, ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგან თუ დღეს მეცნიერები ვერ შეაჯერებენ 40 წუთს, ორბიტის გამოთვლისას იგივე შეცდომა განმეორდება ათასობით წლის მანძილზე. კოსმოსური პროექტებისათვის კი, სადაც წამებიც კი გამოითვლება, მთელი 40 წუთი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია. როდესაც იმავე მორწმუნე მეცნიერს გაახსენდა, რომ ბიბლიაში არა მარტო მზის გაჩერების სასწაულზეა მოთხრობილი, არამედ მის უკუსვლაზეც, სხვა სწავლულებმა ეს მეცნიერი გიჟად მონათლეს. ყველაზე ეჭვიანებმა კი ბიბლიის პარალელური ადგილების მიმანიშნებელი სისტემის მეშვეობით, ადვილად მიაგნეს „მეოთხე მეფეთას", სადაც წაიკითხეს: „უთხრა ხიზკიამ ესაიას: რა იქნება იმის სასწაულად, რომ განმკურნავს უფალი (...)? თქვა ესაიამ: ეს იყოს შენთვის სასწაულად უფლისაგან, რომ აასრულებს უფალი თავის ნათქვამ სიტყვას. ათი საფეხურით წინ ჩავიდეს ჩრდილი თუ ათი საფეხურით დაბრუნდეს უკან? თქვა ხიზკიამ: (...) უკან დაბრუნდეს ჩრდილი. შესთხოვა უფალს ესაია წინასწარმეტყველმა და დააბრუნა უფალმა ჩრდილი ათი საფეხურით" (4 მეფ. 20; 8-11). მაშ, „მხოლოდ ჩრდილი დააბრუნა, თუ მასთან ერთად მზეც?" ყურადღებას გვაქცევინებს მოსკოვის განმანათლებელი ფილარეტი და ამ გზით გვეხმარება, გავარკვიოთ „ქვეყანაში მომხდარ რომელ კონკრეტულ სასწაულზე" (2 ნეშტთა 32; 31) ეკითხებოდნენ იეხიზკიაჰუს ბაბილონის ელჩები. მეფე ხიზკიაჰუს განკურნებისას, უფალმა მზე ზენიტში დააბრუნა; და ეს სიმბოლურად იმას ნიშნავდა, რომ მისთვის ჯერ კიდევ შორს იყო, ხატოვნად რომ ვთქვათ, „ცხოვრების საღამო" თავისი „ჩრდილით". კითხვაზე - ეს მხოლოდ იქ დამსწრეთათვის ხილული გადაადგილება იყო ჩრდილისა, თუ ნამდვილად ჰქონდა ადგილი ასტრონომიულ სასწაულს? - სწავლულებმა პასუხი „ესაია წინასწარმეტყველის წიგნში" ნახეს, სადაც ამ მოვლენის დამატებით დეტალურ აღწერაში წამოჭრილი კითხვის პირდაპირი განმარტებაა მოცემული: „და იყო უფლის სიტყვა ესაიას მიმართ: (...) აჰა, ათი საფეხურით დავაბრუნებ უკან მზის ჩრდილს, რომელიც უკვე ჩამოსულია (...) საფეხურებზე და უკან დაბრუნდა მზე ათი საფეხურით საფეხურებზე, რომლებიც უკვე ჩავლილი ჰქონდა" (ეს. 38; 4-8). დადებითი გაგებით (აზრით), თვითონ მზის მობრუნების საკითხი ჯერ კიდევ ნეტარმა თეოდორიტემ ახსნა, რომელიც ძველი აღთქმის ტექსტების საუკეთესო კომენტატორად ითვლება: „მზესთან დაკავშირებული სასწაული მთელ მსოფლიოში მოხდა. ვინაიდან მზის უკან დაბრუნების შესახებ ყველამ შეიტყო" (вопр. 52)! და დასასრულ, მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ კიბის ათი საფეხური, რომელიც ზევით, პირდაპირ ახაზ მეფის ოთახში ადიოდა, - ზუსტად 40 წუთია. ამგვარად, 23 საათი და 20 წუთი, რომელიც უფალმა წინასწარმეტყველსა და წინამძღოლს - ისუ ნავეს აჩუქა და 40 წუთი, რომელიც წინასწარმეტყველ ეზეკიას მისცა, ერთიანობაში უდაოდ ზუსტად ის ერთი დღეა, რომელიც მსოფლიო დროს აკლია. როგორც კი პროგრამის მონაცემებში ბიბლიური მოვლენების შესახებ შეიტანეს ინფორმაცია, ღვთის შეწევნით, კომპიუტერმა მუშაობა განაგრძო! როგორ შეიძლება, ამ ფაქტს გაკვირვება და უფლის სახელის დიდება არ გამოეწვია? გვიამბობს თუ არა რაიმეს ამ სასწაულის შესახებ ისტორია? „ბრძენი ჰეროდოტე, რომელიც „ისტორიის მამამთავრადაა" მიჩნეული, ქრისტეს შობამდე 480 წლით ადრე მოგვითხრობს, რომ ზოგიერთმა ეგვიპტელმა მოგვმა უჩვენა ჩანაწერები, თუ როგორ გაგრძელდა დღე-ღამე 24 საათით", - წერს მეცნიერი ა. ჰუკი. - უძველეს ჩინურ ხელნაწერებში პირდაპირაა მითითებული, რომ ამ მოვლენას ადგილი ჰქონდა იმპერატორ იოს დროს, და ჩინურ გენეალოგიურ ნუსხაში მინიშნებულია, რომ ეს იმპერატორი ჩინეთში მეფობდა ისუ ნავეს ძის დროს. „ბერძნული, ეგვიპტური და ჩინური მტკიცებების გარდა, - ამბობს მეცნიერი მ.ველიკოვსკი, - მზის გაჩერების ისტორიულ ფაქტს, როგორც ცნობილია, ადასტურებს მექსიკური, ფინური, იაპონური, პერუსა და ბევრი სხვა ისტორიული წყაროები". მაგალითად, მეცნიერმა ლ.კინგსბოროუმ პირველყოფილი ამერიკელი ინდიელების ყოფა-ცხოვრების ცნობილმა მკვლევარმა დაადგინა, რომ მექსიკელებს, რომლებმაც ევროპელების მიერ ამერიკის „აღმოჩენამდე" გაცილებით ადრე, განვითარების მაღალ დონეს მიაღწიეს, აქვთ უძველესი გადმოცემა მზეზე, რომელიც „უძრავად იდგა" მთელი დღის განმავლობაში და ეს მოხდა ზუსტად „შვიდი კურდღლის" წელს, რაც შეესაბამება ისუ ნავეს პალესტინაში ბრძოლის თარიღს." მსოფლიოს ისტორია, რომელიც უამრავ ჭკუის სასწავლებელ მოვლენას შეიცავს, დღესაც მოძღვრავს სწავლის ყველა მსურველს. ვინაიდან ბრძენი სხვის შეცდომებზე სწავლობს, სულელი კი - თავისაზე. მსოფლიოს ეს ერთ-ერთი სასწაულთაგანი, შესანიშნავი მაგალითია იმისა, რომ უფალი ჩვენი ყოველთვის „აღავსებს სახმარს თქვენსას სიმდიდრისაებრ მისისა" (ფილიპ. 4; 15), რა თქმა უნდა, როცა მისი წმიდა ნების აღსრულებისათვის მხურვალედ ვლოცულობთ.
თარგმნა ნინო ბოხუამ
საპატრიარქოს უწყებანი | |
| |
ნანახია: 1019 | |
სულ კომენტარები: 0 | |