შეკითხვა მოძღვარს 2
  • VI მსოფლიო კრება. კანონი 11: „ნუმცა ვინ სამღდელოთა დასთა თანა დაწესებული ანუ ერისკაცი ჭამს უცომოსა ჰურიათასა, ანუ საკუთრად მეგობრად იჩენს მათ და სნეულებასა შინა მიუწოდს და კურნებასა მიიღებს მათგან, ანუ აბანოსა შინა იბანების მათ თანა. ხილო უკუეთუ ვინმე ამათდა ქმნად ხელ-ყოს, უკუეთუ მოყუასი იყოს, განიკუეთოს, ხოლო უკუეთუ ერისკაცი - უზიარებელ იქმნეს". მეტისმეტად მკაცრი კანონია. ებრაელი მეგობრები მყავს, მათზე უარი ვთქვა? ან როდესაც ექიმთან მივალ, ჯერ ვკითხო „ჰურია" ხომ არ ხარო? მითხარით როგორ მოვიქცე რამდენად აუცილებელია ამ კანონის დაცვა.

  • მაინტერსებს შეიძლება თუ არა აღსარების წერილობით თქმა? არიან ადამიანები რომლებსაც ძალიან უჭირთ პირდაპირ მისვლა მოძღვართან და ყველაფრის გამხელა და წერლით ურჩევნიათ გააგებინონ თავიანთი ცოდვების შესახებ.

  • რამდენად მიზანშეწონილია ჩვენთვის უცნობი ან სულიერად ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის ლოცვა? ასეთ შემთხვევაში ხომ არ ვიწვევთ ჩვენს თავზე იმ ბოროტ სულებს, რომლებიც მას ებრძვიან? და სად გავავლოთ ზღვარი? ვისთვის შეგვიძლია ვილოცოთ და ვისთვის არა? როგორც მახსოვს, პავლე მოციქული ამბობს, რომ სასიკვდინე ცოდვაში მყოფი ადამიანისთვის არ ილოცოთო. იქნებ განგვიმარტოთ, როგორ გავიგოთ სწორად ეს სიტყვები?

    • რატომ ითვლება დამნაშავედ ადამიანი, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა უცოდინრობით? არცოდნა ხომ არცოდვაა! საჭიროა თუ არა ამ ცოდვის მონანიება და როგორია ასეთ დროს პასუხისმგებლობა.

    • რა უნდა მოვიმოქმედო, რომ ჩემი ცხოვრება - უქმი და უსარგებლო - ქრისტიანულით შევცვალო?

    • რა უნდა ვუყოთ ნაპოვნ ნივთებს?

    • როგორ უნდა მოვიქცეთ მის წინაშე, ვისაც არ სურს ჩვენთან შერიგება?

    • ისჯება თუ არა ნაქურდალის მიმღები?

    • შეიძლება თუ არა მკითხაობა ბედისწერის ამოსაცნობად?

    • როგორ უნდა ჩავუნერგოთ ბავშვს უფლისადმი შიში და მოწიწება?

    • როგორ უნდა მოიქცეს მართლმადიდებელი ქრისტიანი, თუ მის ოჯახში ამა თუ იმ მიზეზით აღმოჩნდება კათოლიკური ჯვარი, ხატი ან სხცა რელიგიური საგანი?

    • შეიძლება თუ არა ბავშვის ცემა და ცოდვა ხომ არ არის ეს?

    • მიზანშეწონილია თუ არა შავი გიშრის ჯვრის ტარება? როგორც მსმენია, გიშერი ავი თვალისგან გათვალვის შემთხვევაში იბზარება; საშიშია ეს თუ არა, და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს?

    • როგორ შეესაბამება „არა კაც ჰკლა" მამულის დასაცავად ომში წასული მეომრის ფსიქოლოგიას?

    • მიზანშეწონილია თუ არა ქორწინება მაისის თვეში?

    • მყავს მოძღვარი. ჩემს ცოდვებს შორის ზოგი ისეთიც ურევია, რომ მოძღვრისთვის მათი თქმა მეუხერხულება, რათა მეტისმეტად არ შევრცხვე. მირჩევნია, ეს ცოდვები გარეშე, სულ უცხო მღვდელს გავუმხილო, რომელსაც სხვა დროს არასოდეს ვნახავ. ხომ არაფერს დავაშავებ ჩემი საქციელით?

    • შეიძლება თუ არა ცხვრის დაკვლა ეკლესიის ტერიტორიაზე?

    • უფალს დავპირდი ცხვრის შეწირვას, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ შევასრულე. ჩამეთვლება თუ არა ეს ცოდვად?

    • შეიძლება თუ არა ჯადო გაუკეთონ ნაზიარებ პიროვნებას და როგორ შეიძლება ჯადოს მოხსნა მართლმადიდებლური წესით?

    • რატომ არის საჭირო ცოდვის ჩადენის შემდეგ მალევე მონანიება?

    • შუაგულ ლოცვაში ჩემთან მოვიდნენ ახლობლები. როგორ უნდა მოვიქცე: დავაცდევინო და ლოცვის დამთავრების შემდეგ ვისტუმრო, თუ შევწყვიტო ლოცვა და მივეგებო?

    • გთხოვთ გვიპასუხოთ, ვისთან გავარკვიოთ ხატის კანონიკურობა და რომელი წმიდანების ხატები უნდა ვიქონიოთ სახლში?

    • როცა მე დაღლილი ვარ და საჭიროა დასვენება, შეიძლება თუ არა ჩემს თავს ვაიძულო მოღვაწეობა?

    • ზოგჯერ მთხოვენ ვილოცო მათთვის, მე კი ჩემთვის ლოცვაც არ შემიძლია.

    • შეიძლება თუ არა დამოძღვრო უცხო, სხვა ადამიანი, როცა იგი არ გეკითხება?

    • მართლმადიდებლური სარწმუნოების თანახმად, რა არის ფანატიზმი?

    • რატომ კრძალავს ზოგიერთი მოძღვარი ლათინოამერიკული სერიალების ყურებას?

    • არის თუ არა ტყუილის თქმა ყოველთვის ცოდვა?

    • თავი რომ დავანებოთ იმას, რომ სიგარეტი ჯანმრთელობას ვნებს, რატომ არის მისი მოწევა ცოდვა? მას ხომ ზოგიერთი მღვდელიც ეწევა?

    • უნდა სცემოს თუ არა მართლმადიდებელმა სექტანტი, როგორც ამას ბასილ მკალავიშვილის მომხრეები სჯულის კანონის გამოყენებით ამტკიცებენ?

    • რატომ ხდება, რომ ზოგიერთ ადამიანს უჭირს პირველი აღსარების თქმა?

    • შეიძლება თუ არა ტრანსპორტში მყოფმა ეკლესიის დანახვისას გადაიწეროს პირჯვარი?

    • როდის გადასცემენ ანათემას ადამიანს? რას ნიშნავს ანათემა?

    • როგორ ხდება ე. წ. ჯვრის აყრა განქორწინებულებს შორის?

    • რატომ დაუშვა ღმერთმა ამდენი რელიგიის არსებობა?

    • რატომ მივმართავთ ღმერთს შენობით?

    • რატომ არ შეიძლება, მართლმადიდებლურ ტაძრებში ვილოცოთ დამსხდრებმა ისევე, როგორც ქრისტიანობის სხვა კონფესიებში?

    • რატომ უნდა შევიდეს ტაძარში ქალი ან გოგონა აუცილებლად თავსაბურველით

    • ჩემს ახლობელს, რომელიც არამართლმადიდებელ ქვეყანაში ცხოვრობს, გამგზავრების წინ მოძღვარმა კურთხევა მისცა, ელოცა კათოლიკურ ტაძარში. შეიძლება თუ არა ეს?

    • შეიძლება თუ არა პირად ლოცვებში მოვიხსენიოთ მოუნათლავი ან განდგომილი ჩვენი ცოცხალი ნათესავები და ახლობლები?

    • საჭიროა თუ არა მოვინანიოთ მძიმე ცოდვები, რომლებიც ნათლობამდე ჩავიდინეთ, როგორიცაა: აბორტი, მრუშობა, ქურდობა, მკვლელობა და მისთანები?

    • გამიგია, რომ ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი სულით პირდაპირ სატანას უვარდება ხელთ და არ შეიძლება მისი სულის მოსახსენიებლად სანთლის დანთება და მისთვის ლოცვაც ცოდვად ითვლება. მაგრამ მისი სული ხომ შველას ითხოვს. ნუთუ ზურგი უნდა ვაქციოთ და არ დავეხმაროთ მას, ვინც გვიყვარს?

    • საინტერესოა, აბორტის ცოდვა მარტო ქალებზე ვრცელდება?

  • კატეგორია: მოძღვარი | დაამატა: vasoelis (06.03.2012)
    ნანახია: 1350 | რეიტინგი: 5.0/1
    სულ კომენტარები: 0
    კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]