შეკითხვა მოძღვარს

გვპასუხობს მოძღვარი

კითხვა-პასუხები ამოკრებილია საეკლესიო წიგნებიდან და ჟურნალ-გაზეთებიდან. 

  • მაინტერსებს თქვენი აზრი ბერმუდის სამკუთხედთან დაკავშირებით. ხშირად აღმოუჩენიათ გემები სადაც ჭკუიდან შეშლილი ადამიანები მსხდარან, ან უმიზეზოდ ქრებიან გემები და თვითმფრინავები, რამოდენიმე წლის შემდეგ ასევე უმიზეზოდ ჩნდებიან, ხშირად ასეთ გემებზე ხალხი აღარ ზის. თითქოს ხალხიც მოგზაურობს დროში, ხვდებიან რამოდენიმე საუკუნის წინანდელ ქალაქებში, შემდეგ ისევ ბრუნდებიან. ასეთ ადგილებს გეოპათეგონერ ზონებს უწოდებენ. ძალიან გთხოვთ, გამცეთ პასუხი, ამასთან დაკავშირებით როგორია ეკლესიის პოზიცია.

  • არსებობს სხვადასხვა სატელევიზო გადაცემები, სადაც გვაჩვენებენ სახლებში დასახლებულ უკვე გარდაცვლილი ადამიანების სულებს. განსაკუთრებით ეს უცხო ქვეყნებში ხდება და მათ შორის უფრო ხშირად ინგლისში. როგორც წესი ეს ადამიანები რამოდენიმე საუკუნის წინ არიან გარდაცვილელები და უმეტესად მათ სიცოცხლე დაასრულეს ძალადობით. ეს მოჩვენებები თუ სულები ეცხადებიან იმ სახლში მობინადრეებს და როგორც ვხედავ ამ მეცნიერებით თუ რა დავარქვა არ ვიცი დიდად დაინტერესებულები არიან უცხოეთში. აქვთ სპეცაილური სამსახურები დაქირავებული ჰყავთ ესქტრასენსები, გამოკვლევები მიმდინარეობს სპეციალური აპარატურით, როგორც ამბობენ იმ ადგილას, სადაც ეს მოხეტიალე სულია ტემპერატურა ეცემა და აშ. მაინტერესებს ეკლესიის მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით. არის თუ არა შესაძლებელი მართლაც დარჩნენ აქ ადამიანთა სულები, თუ არა ვინ არიან ისინი? მართალი გითხრათ ასეთ გადაცემებს დიდი ინტერსით ვუყურებ.

  • მაინტერესებს, საიდან ჩნდებიან სულები? ატარებენ თუ არა ისინი კონკრეტული ადამიანის წინაპრის ნიშან-თვისებებს? ანუ მაინტერესებს სული მემკვიდრეობით ღებულობს რაიმე ცოდვისკენ მიდრეკილებებს თუ შემდეგ იძენს მას? ასევე მაინტერესებს, როგორ იბადებიან ისეთი ძლიერი სულის ადამიანები როგორებიც იყვნენ მაგალითად წმინდა ნიკოლოზი, გრიგოლ ხანძთელი და აშ. როგორც ვიცი ისინი დაბადებიდანვე მარხულობდნენ. ვისზეა დამოკიდებული ძლიერი სულით დაბადება? თუ ძლიერი სულით იბადებიან, მაშინ მე რატომ უნდა ვაგო პასუხი ცოდვებზე თუ წილად უხეშად, რომ ვთქვათ სუსტი სული შემხვდა და ის უკვე სავსეა სხვადასხვა ცოდვითი მიდრეკილებისკენ.

  • მინდა გკითხოთ, სიტყვა სალოსი რას ნიშნავს, მე ვიცი რომ ეს ნიშნავს იყო ქრისტეზე შეყვარებული და ერში შეიძლება გიჟადაც შეგრაცხონ, ყოველივე ამას ჭირდება უფლისგან განსაკუთრებული კურთხევა?

  • სად მიდის ადამიანის პირადი ანგელოზი ამ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ? სხვისი მფარველი ანგელოზი ხდება თუ მასთან რჩება მეორედ მოსვლამდე?

  • ახალ აღთქმაში უფალი გვიცხადებს, რომ იგი არ არის მიკერძოებული, ანუ მისთვის ერთია ყველა (!) არ არსებობს, ლამაზი და ჭკვიანი, საყვარელი და უშნო, ქართველი და გვინიელი არსებობს მხოლოდ ხატება - ადამიანური ნება და ღმერთთან შეერთების სურვილი. აქედან გამომდინარე, არავის აქვს მეტი ან ნაკლები შესაძლებლობა ღმერთად ქცევისა. მაგრამ რა ვუყოთ ადამიანებს რომლებსაც არ სმენიათ უფლის წმიდა სახელი? ჩვენ ხომ გარკვევით გვიწერია, რომ ადამიანური ავადმყოფური, ექსორიაქმნილი ბუნების განკურნება იწყება ნათლისღებით და შემედეგ ცოდვებთან უკომპრომისო ბრძოლით? რატომ იჩაგრება (თუ ასე შეიძლება ითქვას) ადამიანი, ზომბის კუნძულებზე ან თუნდაც ოკეანეთში, მასთან ხომ ღვთის სიტყვა არ მისულა? როგორ უნდა მოსთხოვო მიწას ნაყოფი, როდესაც მასში თესლი არ ჩაგიგდია?

  • მაინტერესებს რა არის ცხოვრების აზრი და რისთვის ვცხოვრობთ?

  • მაინტერესებს თუ შეიძლება უარის თქმა ისეთ წმინდა შემოთავაზებაზე როგორიცაა მირონით დანათესავება, ანუ თუ შეიძლება ადამინმა უარი განაცხადოს ბავშვის ნათლიად გახდომაზე? ცოდვაში ხომ არ ჩავარდება ამით?

  • ლევიტელთა წიგნის მე-20 თავში წავიკითხე: „და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა. უკუეთუ ვინმე ძეთაგანმან ისრაჱლესათამან, განათუ მოსრულთაგანმან მწირმან ისრაჱლსა შორის, რომელ მისცეს ნათესავი თჳსი მთავარსა, სიკუდილით მოკუედინ, ტომმან მისვე ქუეყანისამან ქვაჲ დაჰკრიბონ მას". (ლევ. 20.1-2) „რომელმან შეირთოს ასული და და დედაჲ მისი, რამეთუ უშჯულოებაჲ არს, ცეცხლითა დაწჳთ იგი და იგინი მის თანა, და არა იყოს უშჯულოებაჲ თქუენ შორის". (ლევ. 20.13-14) „და მამაკაცი, ანუ თუ დედაკაცი იყუნენ თუ მისან, გინა მსახვრალ, სიკუდილით მოწყდედ, ქვითა დაქოლენით იგინი, რამეთუ თანამდებ არიან". (ლევ. 20.27). მაინტერესებს რატომ დართო ღმერთმა ნება ტომს (ანუ ადამიანებს) საკუთარი ხელით დაეხოცათ ცოდვილნი? ჩვენ ხომ გვასწავლის მაცხოვარი: „ვინც უცოდველია, პირველმა ესროლოსო მეძავს ქვა".

  • შესაძლებელია თუ არა ჯვრის დაწერა მართმადიდებელსა და კათოლიკეს შორის სარწმუნოების შეცვლის გარეშე?

  • მორწმუნე ადამიანი, რომელიც ცდილობს ეკლესიურად იცხოვროს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხედავს უფლის აურაცხელ გულმოწყალებას მასზე, ხედავს როგორ იფარავს ცოდვისაგან, როგორ გაუმრავლებს ხოლმე მადლს და როგორ იწირავს ძალიან მცირედსაც კი ვითარცა დიდს. ასეთ დროს ცხადია რომ იმ ერთ კეთროვანს სამარიტელს უნდა მივემსგავსოთ, რომელიც მობრუნდა (სხვა 9-გან განსხვავებით) და მადლობა შესწირა უფალს. სწორედ ეს მომენტი მაინტერესებს. როგორ შევწიროთ მადლობა უფალს იმისათვის, რომ გვიფარავს მძიმე ცოდვათაგან და გვწყალობს, ან მოგვმადლა უნარი და ძალა რაღაცის კეთებისა, ისე, რომ ფარისევლის ლოცვას არ მიემსგავსოს ჩვენი ლოცვა?

  • ჩემი მეგობარი არის სტიქაროსანი და ამბობს რომ სამებაში არის გადაღებული ეშმაკის სურათი ლიტონიობის ღამეს. შესაძლებელია თუ არა ეშმაკის ეკლესიაში გამოჩენა? ბევრს უთქვამს, რომ ეს ფოტო ნანახი აქვს. იქნებ გამარკვიოთ, ყალბი ფოტოა თუ მართლაც ეშმაკი შევიდა სამებაში ? და როგორ არის შესაძლებელი უფლის სახლში ეშმაკის გამოჩენა?

  • რას გვეტყვით ბოლო ჟამის დადგომასთან დაკავშირებით და რას აკეთებს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოსტაცოს სატანას კლანჭებიდან და ჭეშმარიტ გზაზე დააყენოს?

  • რატომ უწოდებენ ეკუმენიზმს „ერესთა ერესს"? გამოდის რომ იმ მართლმადიდებლური ეკლესიების სასულიერო პირები ვინც მონაწილეობენ ეკუმენისტურ საბჭოში ერეტიკოსები არიან, ასევე ჩვენი პატრიარქი მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს პრეზიდენტი იყო, მაგრამ ჩვენი ეკლესია არასოდეს ყოფილა ერესში (ღმერთმა დაგვიფაროს) თუმცა ვინც „ეკუმენისტი სასულიერო პირების" წინააღმდეგ გამოვიდნენ, ისინი გახდნენ განხეთქილების მსხვერპლნი... რას ნიშნავს „ერესთა-ერესი" და რატომ იღებენ მართლმადიდებლები ეკუმენიზმში მონაწილეობას თუ ის სჯულის კანონს ეწინააღმდეგება?

  • რა ვქნა როცა თავში საშინელი ფიქრები მომდის ხალხზე, რომლებსაც ვიცნობ? რაღაც ეჭვიანობასავით არის ძალიან გთხოვთ რამე მირჩიოთ.

  • რა აზრის ხართ რეინკარნაციასთან დაკავშირებით?

  • მაინტერესებს, რატომ კრძალავს ეკლესია ხელოვნურ განაყოფიერებას და სცოდავს თუ არა ექიმი ამის გაკეთებით?

  • მამაო, რატომ ხდება ისე, რომ ყველა ადამიანის ცხოვრება განსხვავებულად წარიმართება. ზოგი მორწმუნე, ეკონომიურად ძლიერ ოჯახში იბადება და თავიდანვე კარგ გარემოში ხვდება, ზოგი კი პირიქით, ისეთ ოჯახში რომელსაც ხშირად ძნელია „ოჯახი" უწოდო. ასეთები საშინელ პირობებში იზრდებიან, მშობლები თავიდანვე აჩვევენ მანკიერებას ან სულაც უპატრონო ბავშვთა სახლებში ხვდებიან და მათი ცხოვრებაც შესაბამისად წარიმართება: „საუკეთესო" შემთხვევაში ჯიბის ქურდები, ან ყველაზე უარესი: მკვლელები და ყაჩაღები ხდებიან, მართალია, იშვიათ შემთხვევაში შეიძლება სასწაული მოხდეს და მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალოს (უკეთესობისკენ), მაგრამ თუ ასე არ მოხდა, რატომ მოეკითხებათ მათაც ისე როგორც ფუფუნებაში გაზრდილებს. ან რატომ იბადება ერთი ისეთ ოჯახში, სადაც სითბოთი და სიყვარულით ხვდებიან, მეორე კი იქ სადაც თავიდანვე განწირულია საშინელი ცხოვრებისთვის. ნუთუ ყველაფერი გამართლებაა? მაშინ ღვთის ნება სადღაა? რატომაა ზოგის ჯვარი მძიმე, ზოგის მსუბუქი და რამდენად დამნაშავეა ადამიანი რომელიც დაბადებიდან მძიმე ჯვარს ეზიდება, მაგრამ ვეღარ უძლებს ამ სიმძიმეს და ცოდვის მორევში ეშვება?

  • მაინტერესებს ადამიანი როდესაც მოინანიებს ცოდვას ის ცოდვები საზვერეების გადალახვაში ხომ აღარ შეუშლის ხელს ანუ ისეთი ცოდვები რომელიც ზოგი ერთი მონანიებით მოიშორა და ზოგს გარკვეული დრო დასჭირდა?


კატეგორია: მოძღვარი | დაამატა: vasoelis (06.03.2012)
ნანახია: 1497 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]