მღვდელი როდიონი

ექსტრასენსი. მისი წარმოშობა და არსი, მართლმადიდებლური კონცეფცია

ენერგიის მიღებისა და გადაცემის ექსტრასენსული მეთოდები

მრავალი ახლადგამოჩენილი მკურნალი გვთავაზობს ბიოველით მკურნალობას. ისინი არწმუნებენ თავიანთ პაციენტებს, რომ საკუთარ ენერგიას გადასცემენ მათ. აღმოსავლური რეფლექსოთერაპიის მონაცემებით თითოეული ადამიანი ფლობს სასიცოცხლო ენერგიის გარკვეულ მარაგს, რომელიც მსგავსია სისხლძარღვებში განუწყვეტლივ გამდინარე სისხლისა, ცირკულირებს ერთმანეთთან დაკავშირებული ენერგეტიკული მერიდიანებით, რომლებიც ასევე დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან. თუკი რომელიმე მერიდიანში წარმოიქმნება ენერგეტიკული საცობი, ან ენერგიის უკმარისობა, მაშინ ამ მერიდიანის შესაბამისი ორგანო (ღვიძლი, გული, ფილტვი და ა.შ.) ავადდება. ნემსთერაპია და წერტილოვანი მასაჟი ამ ენერგიის ნორმალური ცირკულაციის აღდგენისა და მისი სწორი გადაადგილებისაკენ არის მიმართული. აკადემიკოს ა.გ.სპირკინის ლაბორატორიის მონაცემებით, „სენსიტივი (ექსტრასენსი) თითქოსდა ხელს უწყობს ენერგიის გადანაწილებას ჯანსაღიდან დაზიანებული ორგანოსაკენ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში მას თავისი ენერგიის გარკვეული ნაწილის ავადმყოფისათვის გადაცემაც შეუძლია. მაგრამ ეს ენერგია არ არის უსახო, იგი თავისი მფლობელის მთელ ინფორმაციას ატარებს. გამოკვლევებმა გვიჩვენეს, რომ ეს შეეხება ბებიაქალის მიერ „შელოცვილ... ექსტრასენსის ან ჯადოქრის მიერ მონუსხულ ნივთებსაც. აი, ამავე ლაბორატორიის დასკვნებიც: „ავადმყოფს, მაგალითად შიზოფრენიკს, სხვათა კურნების არანაირი უფლება არა აქვს. მისი ავადმყოფური ინფორმაცია, შეიძლება, ჯანსაღ ადამიანს გადაეცეს". ამგვარად, ექსტრასენსის „მე"-ს ნაწილაკი გადაეცემა პერპეციენტს აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. თუ ექსტრასენსი ვნებიანი ადამიანია, „ეს ვნებები ამა თუ იმ რაოდენობით გადადის ისევე, როგორც ინფორმაცია იმ ავადმყოფობათა შესახებ, რომლებითაც ექსტრასენსი იყო დაავადებული. მიმდინარეობს უკუპროცესიც - ყველა ავადმყოფობა, რომელსაც ექსტრასენსი კურნავს, რამდენამდე შესუსტებული სახით მასზეც გადადის და, თუ ის ასე თუ ისე მიდრეკილია ავადმყოფობისკენ, თვითონაც ავადდება. ადამიანები, რომლებიც საკუთარი ენერგიით სხვებს მკურნალობენ, როგორც წესი, ბოლოს და ბოლოს ძალზე მძიმედ ავადდებიან. მრავალნი ახალგაზრდობის წლებშივე დასნეულებულან უკურნებელი დამბლით. ის ადამიანიც, რომელსაც ისინი კურნავდნენ, თუკი ავადმყოფობის მიზეზი არ ისპობოდა, კვლავ ავადდებოდა.

ენერგიის მიღების სხვა ხერხი, მათივე თქმით, არის კოსმოსი.

კოსმოსი აბსტარაქტული ცნებაა და სურვილის შემთხვევაში ძალზე მოსახერხებელია მის მიღმა „საკვირველმოქმედ ძალთა" ნამდვილი წყაროების მიჩქმალვა. ვცადოთ, გავერკვეთ მათში.

ექსტრასენსებთან მრავალრიცხოვანი საუბრის შემდეგ ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მუშაობის დროს მათზე გადმოდის მათკენ მომდინარე ენერგიის დიდი ნაკადი და ისინიც იყენებენ მას. საიდანაა ეს ენეგონავტი, მათ არ იციან ან, შესაძლოა, გამხელა არ უნდათ. თუკი ენერგია გამომდინარეა, მაშინ არსებობს ვიღაც, ვისგანაც იგი მოედინება.

ვინ არის ის?

როგორც მათეს სახარებაშია ნათქვამი, „ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს" (მათე 1,23). იაკობ მოციქული კი გვაფრთხილებს: „...ვერცა ერთი წყაროჲ მარილიანსა და ტკბილსა წყალსა აღმოცენებად... ხოლო უკეთუ შური მწარე გაქუნდეს და ნდომად გულთა შინა თქუენთა, ნუ იქადით და ნუ სტყუით ჭეშმარიტებასა ზედა. არა არს ესე სიბრძნე ზეგარდამოსული, არამედ ქყეყანისაჲ მშვინვიერი და საეშმაკოჲ" (იაკობ 3,12,14-15).

ზემოთქმულს კარგად ადასტურებს წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის სიტყვები. იგი წერს: „სწრაფვა სასწაულების მოხდენისაკენ სასტიკადაა დაგმობილი წმ. მამათა მიერ. ასეთი სწრაფვით მჟღავნდება რომ სულში ცოცხლობს ხიბლი, რომელიც დიდებისმოყვარეობასა და პატივმოყვარეობაზეა... სასწაულებით დაფუძნებული. ეს სურვილი უჩნდებათ ხორცის განხურვებით მოჭარბებული ვნებების გამო, შესაძლოა მას ჰგონია კიდეც, რომ საღმრთო შურით არის აღძრული. ასევე ხიბლის და განხურვების მდგომარეობაში არიან ისინი, ვისაც სასწაულების ხილვა სწყურია". მაშ ასე, თუკი ექსტრასენსული უნარის მქონე ადამიანი პატივმოყვარე, ამპარტავანი, დიდებისმოყვარე და შურიანია და, თუ გააჩნია მიდრეკილებები გახრწნილებისა და ვერცხლისმოყვარეობისაკენ, მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ბინძური ვნებებითაა აღსავსე, ნათელია, რომ ეს უნარი დემონური ხასიათისაა. ძალა, რომლითაც ის მოქმედებს, ეშმაკისეულია, იგი ანადგურებს როგორც ექსტრასენსს, ასევე მის პაციენტსაც.

კიეველი მეცნიერის რეშეტნიკოვას მონაცემებით, რომელმაც ადამიანის სისხლზე ექსტრასენსთა ზემოქმედების შედეგები გამოიკვლია, დადგენილია, რომ მაგნიუმისა და რკინის შემცველობა სისხლში ოპერატორის ზემოქმედების შედეგად თითქმის ორჯერ გაიზარდა ან შემცირდა. რეშეტნიკოვა ეფუძნებოდა ფრანგი მეცნიერის ლუი კერვარანის გამოკვლევას, რომელმაც დაამტკიცა, რომ არსებობს ისეთი ფიზიკური პროცესი, როგორიცაა ტრანსმუტაცია (ელემენტების გარდაქმნა).

ექსტრასენსთა ზეგავლენით პერციპიენტის ორაგანიზმში, კერძოდ კი სისხლში ელემენტთა ტრანსმუტაციის შედეგად ხდება ქიმიური ბალანსის ცვლილება, რაც, მეცნიერთა მონაცემებით, იწვევს კიბოს, და შესაძლოა, შიდსსაც კი.

ადამიანები, რომლებიც მკურნალობდნენ ექსტრასენსებთან და დროებით შეუმსუბუქდათ ტკივილები, კვლავ და კვლავ ეძიებენ ენერგიის ახალი მარაგით შევსების შესაძლებლობას. ნაწილობრივ ხდებიან ტელეპატომანები (ანუ მოუთმენლად ელოდებიან ტელევიზიით ექსტრასენსთა გამოსვლას და მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ, ე.ი. კარგავენ საკუთარ ნებას), რამეთუ დარღვეულია შინაგანი ფსიქოლოგიური ბარიერი, რომელიც მათ უცხო ზემოქმედებისაგან იცავდა. ისინი ადვილად ექცევიან ნებისმიერი, კერძოდ ბოროტი ნების ადამიანისაგან დემონური ზემოქმედების ქვეშ, მათი სული ეძიებს მსგავს ზეგავლენას, იწყება სხვა ექსტრასენსთა ძებნა, დაუყოვნებლივ მოდის შესაბამისი ინფორმაციაც და ადამიანი იწყებს ცხოვრებას მკაცრად განსაზღვრული გზით. ცხადია, არა ქრისტეს გზით. ვშიშობ, რომ ქრისტესთან მისვლას ისინი ძნელად შეძლებენ!

გარდა ამისა, ექსტრასენს-სატანისტები საელისა და ფულის მოხვეჭისათვის იყენებენ ორგანიზმში ენერგიის გადანაწილების ბარბაროსულ მეთოდს, რის შედეგადაც ავადმყოფი ორგანო ღებულობს ჯანმრთელისაგან ენერგიის ნაკადს და იკურნება, ჯანსაღი კი ავადდება. ასე მაგალითად, იკურნებიან წყლულისაგან, მაგრამ მალე ინფარქტით კვდებიან. სეანსის დროს მათ მიერ გამოიყენება პაციენტისაგან ენერგიის ამოტუმბვის პრაქტიკა. ავადმყოფთან მყარდება ხანგრძლივი ენერგეტიკული კავშირი და ამ არხით მისგან ენერგიას მომავალშიც ამოტუმბავენ. მათ, ვითომც სხვათა ავადმყოფობა თავიანთ თავზე გადააქვთ, ხოლო თავიანთ ჯანმრთელობას მათ გადასცემენ, რათა განკურნონ ისინი. ცხადია, ეს სულაც არ არის ასე. კეთილშობილური სწრაფვა შეიძლება ჰქონდეთ დამწყებ, ასე ვთქვათ, გამოუცდელ ექსტრასენსებს, რომლებიც მალე ან თავად ავადდებიან და წყვეტენ სხვათა მკურნალობას, ან მიმართავენ ენერგიის მიღები ძირითად მეთოდს (დემონური ძალებისაგან). მკურნალობის პროცესში ექსტრასენსის ძალისხმევა უმეტესწილად იქითკენ არის მიმართული, რომ შექმნას ბარიერი ავადმყოფობისაგან თავის დასაცავად. რადგან ავადმყოფობის წარმოშობის ონტოლოგიური მიზეზის მოსპობა მათ არ შეუძლიათ (ეს მხოლოდ ღვთის ხელშია), ამიტომ ექსტრასენსებს ავადმყოფობა გადააქვთ ან სხვა ორგანოზე, ან კიდევ სხვა ადამიანზე. ცხადია, ძნელია ამ მეთოდს კეთილშობილური ვუწოდოთ.

მაშ ასე, ერთ შემთხვევაში ექსტრასენსი გასცემს ენერგიას, სხვა შემთხვევაში კი ითვისებს. წინააღმდეგობაა? სულაც არა. თუ, დავუშვათ, ისინი ენერგიის 70%-ს ითვისებენ, უკან მხოლოდ 10%-ს გასცემენ. ასე მუშაობს ჯუნა, კაშპიროვსკი, რუცკო, ჩუმაკი და მრავალი სხვა.

აი, რას წერს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ა.კ.სპირკინი ჯუნას შესახებ: „რა მაინტერესებს მე, როგორც მეცნიერს? თუნდაც ის, რომ ჯუნა საღამოხანს 3-4 საათის განმავლობაში 120-მდე პაციენტს ღებულობდა, როცა იგი მოსკოვში სასტუმროში ცხოვრობდა. თუ მასთან დილით მიხვიდოდით - ის მოთენთილი და გაცრეცილი იყო (სამწუხაროდ, კიდეც ეწევა). მივედით მასთან ბინაში, სადაც ის მსურველებს ღებულობს. მოდის 10 ადამიანი, მე-20, 70-ე და ჯუნა მოთამაშეს ემსგავსება, წაისულელებს, აზარტულად იქცევა, ანუ ემოციური აღმავლობის მდგომარეობაში იმყოფება. საღამოს კვლავ რესტორანში ცეკვავს, იწვის და დუღს თავისი ენერგიის ცეცხლით. სასტუმროში გვიან ღამით ბრუნდება". ამ მონათხრობის კარგი დამატება მოიპოვებს სტატიაში, რომელიც 1987 წ. ჟურნალ „ბულგარეთის ცეცხლში" გამოქვეყნდა. მასში ჯუნას ნაცნობი ჟურნალისტი წერს, რომ არ არსებობს ადამიანი, მასთან ემკურნალოს და ხელახლა არ დაავადებულიყოს.

განა ეს აშკარა ენერგეტიკული ვამპირიზმი არ არის? სიმთვრალე, სიგარეტი და ღამის გასართობები ფიტავენ ორგანიზმს, რაზეც ჯუნას აპათია და მოღვენთილი სახე მეტყველებს. ავადმყოფთა მიღების დროს, რომელთაგან ასე ადვილია ენერგიის მიღება, მას კვლავ უბრუნდება ძალა და მხნეობა. მექანიზმი გასაგებია. ბუნებრივია, რომ ავადმყოფობებიც კვლავ მალე იჩენენ თავს. კარგია, თუ ეს საშინელებები ავადმყოფთათვის საბედისწერო არ აღმოჩნდა, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა კაშპიროვსკის ტელესეანსების დროს.

ეს უკანასკნელი, სხვა ექსტრასენსთა თქმით, ასე მოქმედებს: თუ ადამიანი ყურადღებით უყურებს, ან ისმენს კაშპიროვსკის ტელესეანსს, მაშინ მათ შორის უმალვე მყარდება უხილავი ენერგეტიკული კავშირი. ყურადღებას რაიმე ობიექტზე რომ აფიქსირებს, ადამიანი თავისი ბიოველით მასთან კონტაქტში შედის.

ასეთია ჩვენი ბუნება. აფიქსირებს რა თავის ყურადღებას რაიმე საგანზე ადამიანი, თავისი ბიოველით მიიზიდება საგნისაკენ და შედის მასთან კონტაქტში. მაგალითად, როცა წიგნს ვკითხულობთ, ჩვენ უხილავად ვამყარებთ კავშირს მის ავტორთან (თუნდაც ავტორი გარდაცვლილი იყოს) და სულის იმ მდგომარეობასთან, რომელშიც იმყოფებოდა მწერალი თავისი ნაწარმოების შექმნის მომენტში. მკითხველში ჩნდება იგივი გრძნობები და აზრები, ხოლო განსაკუთრებით ფაქიზად მგრძნობიარე ადამიანებში - იმავე შეგრძნებათა განცდაც. ადამიანის ბუნების სწორედ ამ თვისების გამო გვირჩევენ წმ. მამები სახარებისა და წმ. წერილის კითხვას. ამ დროს მკითხველი უკავშირდება ღმერთსა და წმინდანებს, და მათს აზრებსა და გრძნობებში შესვლით სულიერად თავადაც მდიდრდება და იზრდება. გარდა ამისა, წმინდანები გრძნობენ, როცა მათ შრომებს კითხულობენ და ლოცულობენ მკითხველის სულის საოხად.

ბინძური ვნებებით აღსავსე ადამიანთა მიერ შექმნილი, მით უფრო დემონური (იოგას სწავლებათა და სხვ.) ლიტერატურის კითხვა მათგან სწორედ იმიტომ არის საზიანო, რომ შეიძლება მათი ვნებები გადაგვედოს. მსგავსი ტექსტების კითხვისას მკითხველი იხსნება უწმინდურ სულთა ზემოქმედებისათვის. აი, რას ამბობს ამის შესახებ წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი: „ეშმაკის ყველა გამოვლინებას ის საერთო თვისება აქვს, რომ მის მიმართ გამოვლენილი სულ მცირე ყურადღებაც კი საშიშია. ერთი ასეთი ყურადღება, თუნდაც ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე გამოვლენილი, უდიდეს დაღს ასვამს ადამიანს, უმძიმეს განსაცდელს განუმზადებს მას.

კაშპიროვსკის სეანსის მონაწილეებმა (თუნდაც ისინი უბრალო ტელემაყურებლები იყვნენ) უმალვე განიცადეს მისი ზემოქმედება. ჩვენს მიერ გამოკითხულმა ექსტრასენსებმა, რომლებიც კაშპიროვსკის მუშაობას აკვირდებოდნენ, დაადასტურეს, რომ ხედავდნენ, თუ როგორ მოედინებოდა დარბაზისაკენ მისგან გამომავალი ენერგეტიკული ძაფები. ამ უხილავი „გამტარებით", რომლებივ დარბაზში მყოფთა წარბებსა და ხელის მტევნის არეში შეიჭრნენ, უმალვე დაიწყო ენერგიის ამოტუმბვა.

„კი, მაგრამ ზოგიერთები რატომღა იკურნებიან?" - იკითხავთ თქვენ. პასუხი მარტივია. წარმოიდგინეთ გაჭუჭყიანებული  წყლის მილები, რომლებშიც წყალი არ გადის იმის გამო, რომ ისინი სიბინძურით არიან გამოტენილნი. მაგრამ აი, რთავენ ტუმბოს, არღვევენ ჭუჭყის საცობებს და წყალი იწყებს დენას მძლავრი ნაკადით. იგივე სურათი იქმნება სეანსის დროს. აი, რატომ არის, რომ ზოგიერთ ადამიანში ენერგიის ამ სახით აღდგენა განკურნებას იწვევს, ხოლო სხვები, განსაკუთრებით სუსტები, სიკვდილამდე მიჰყავს.

გარდა ამისა, ჩვენს მიერ გამოკითხული ზოგიერთი ექსტრასენსი, რომლებიც კაშპიროვსკისა და რუცკოს სეანსებს აკვირდებოდნენ, ამჩნევდნენ, როგორ ამოტუმბავდნენ ისინი ენერგიას დარბაზში მყოფთაგან, შემდეგ კი ენერგიის უმნიშვნელო ნაწილს უბრუნებდნენ ზოგიერთს შერჩევით. ასე კურნავდნენ ისინი ზოგიერთს, ასე ახდენდნენ ამ ბედნიერ გამონაკლისთა დემონსტრირებას.

ყოველივე ეს კიდევ უფრო დიდი ნდობისა და დიდების შარავანდედის მოპოვებას ისახავდა მიზნად.

შევაჯამოთ ზემოთქმული. უპირველესად ყოვლისა, ის უნდა ითქვას, რომ ექსტრასენსები თავიანთი ენერგიით, როგორც წესი, არ კურნავენ. მეორეც, მათ მიერ ჩატარებული მკურნალობის დროს გამოიყენება პაციენტისათვის საზიანო ენერგეტიკული ვამპირიზმი. და, ბოლოს, ისინი იყენებენ დემონურ ენერგიას, რომელსაც ასევე, მხოლოდ ზიანი მოაქვს პაციენტისათვის.

მოვიყავნ დამახასიათებელ მაგალითს, ჩემი ნაცნობი ქრისტიანის, პროფესიით ანტიკვართა რესტავრატორის, მონათხრობს: „ერთხელ მე შევიარე ჩემს ნაცნობ ანტიკვარების კოლექციონერთან. ადრე მისგან მრავალი დაკვეთა მიმიღია, მაგრამ შემდეგ ჩამოვშორდი, რადგან გადავწყვიტე სამუშაო მხოლოდ ეკლესიისათვის შემესრულებინა. სუსტად ვიყავი, თავს ცუდად ვგრძნობდი. ამის შესახებ ვუთხარი ბინის პატრონს, რომელიც ექსტრასენსი აღმოჩნდა. მან დამაწვინა დივანზე და ათი წუთის განმავლობაში მიტარებდა პასების სეანსს. თავის ტკივილმა გამიარა, მაგრამ კარგად მაინც არ ვიყავი. მალე გამოვემშვიდობე და ჩქარა წამოვედი მისგან. სახლში მისვლისას ენერგიის საოცარი მოზღვავება გივრძენი. ღამის სამ საათამდე ვმუშაობდი საკოლექციო საგნების რესტავრაციაზე, რომლებსაც ეკლესიასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. შემდეგაც რამოდენიმე კვირის განმავლობაში უწყვეტლივ ვმუშაობდი, მაგრამ არა ეკლესიისათვის, საეკლესიო ნივთების ხელში აღება, უბრალოდ, აღარ შემეძლო. ეკლესიაში სიარულს თავი დავანებე, ლოცვაც შევწყვიტე, განიჩნდა ფულის კეთების წყურვილი, აღმიდგან კოლექციონერებთან ურთიერთობის მივიწყებული სურვილი. გამუდმებით ვგრძნობდი, რომ საკუთარ ტყავში ვეღარ ვეტეოდი. მხოლოდ ნებისყოფის დიდი დაძაბვით შევძელი მონასტერში წასვლა. წრფელი აღსარების, ზიარებისა და ერთკვირიანი იქ მყოფობის შემდეგ (ამ ხნის განმავლობაში ბერები საგანგებო ლოცვებს მიკითხავდნენ) მე კვლავ დავუბრუნდი ეკლესიისათვის საქმიანობას". აი, როგორ მოქმედებს ადამიანზე ექსტრასენსისაგან შესული დემონური ენერგია. მან იგი ეკლესიას ჩამოაცილა და მისი ცხოვრება თავისი გეგმის შესაბამისად წარმართა. მხოლოდ ღვთის ძალამ იხსნა ეს ადამიანი დაღუპვისაგან.

გაგრძელება...