კათოლიციზმი (პაპიზმი)



კათოლიციზმი (პაპიზმი)

რომაული კათოლიციზმი (პროფ. დიმიტრი ოგიცკი, დოც. მღვდელი მაქსიმე კოზლოვი)

სულიწმიდის გამომავლობა მართლმადიდებლურ სწავლებაში სამების შესახებ (ვლადიმერ ლოსკი)

არსობრივი განსხვავებანი მართლმადიდებლობასა და რომაულ კათოლიციზმს შორის

რომის კათოლიკეთა დოგმატური ცდომილებანი სული წმიდის შესახებ სწავლებაში

წმიდა გიორგი ათონელი და კათოლიციზმი (გიორგი მაჭარაშვილი)

წმიდა ექვთიმე ათონელი და კათოლიციზმი (გიორგი მაჭარაშვილი)


,,უცდომელი" პაპები ex cathedra-ზე - ზნეობის საკითხებში და ე.წ. პეტრეს მემკვიდრეები

ბოდიში მინდა მოგიხადოთ ქვემოთ მოცემული გარყვნილი ფაქტების დაწერისთვის. ყველამ უნდა იცოდეს, თუ როგორი გარყვნილი ცხოვრებით ცხოვრობდნენ რომში, რომელ გარყვნილებასაც მეთაურობდნენ ზნეობის საკითხებში ex cathedra-ზე მოსაუბრე ,,უცდომელი" პაპები. ფაქტები სპეციალურად მოვიყვანე არამართლმადიდებელთაგან და უმეტეს შემთხვევაში კათოლიკე კარდინალებისაგან და ვატიკანში დაწიანაურებული თანამდებობის პირებისაგან.

 

კარდინალი ბარონი 11-ე საუკუნის პაპების მორალური ყოფის დახასიათებისას წერდა: ,,წმიდა პეტრეს ტახტზე იჯდნენ არა ადამიანები, არამედ ურჩხულები ადამიანის სახით. გარყვნილი და ყველა მანკიერებაში დახელოვნებული ქალები მბრძანებლობდნენ რომში და თავიანთი ნაგრამით და საყვარლებით ეჭირათ პაპის ტახტი".

 

ფრანგი ფილოსოფოსი ჰოლბახი 1770 წელს წერდა: ,,როგორც ეკლესიის ისტორიკოსები აღიარებენ, რომის მრავალი ეპისკოპოსი იყვნენ სიმონისტები, მკვლელები, მომწამვლელები, ფუფუნების საშინელი მოყვარულნი, სისხლის აღმრევნი, ბევრი მათგანი იყო ღვთის მგმობელი, ერეტიკი, ურწმუნო".

 

პაპი ბენედიქტე 14-ე იმდენად გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა, რომ მის შესახებ მისი ერთი თანამედროვე ეპისკოპოსი წერდა: ,,მე უფრო ადვილად დავთანხმდები უკანალზე ვაკოცო ბუასილით შეპყრობილ ჯადოქარს, ვიდრე პაპს ტუჩებზე".

 

რომის პაპი სეგი 3-ე(904-911წწ.) ფარულად ცხოვრობდა გარყვნილ ქალ მაროციასთან, რომელთანაც მას შვილიც შეეძინა. ეს ბავშვი შემდეგ რომის პაპად შეიქმნა იოანე 11-ეს სახელით. პაპი იოანე 11-ე დააპატიმრა და პაპობიდან გადააყენა მისმა ბიძამ(მაროციას ძმამ) ალბერიხმა, რომლის შვილი ოქტავიანე შემდეგ შეიქმნა პაპად იოანე 12-ეს სახელით. იოანე 12-ეს შესახებ ისტორიკოსი ლოზინსკი წერდა: ,,მემატიანეები დაწვრილებით გადმოგვცემენ თუ როგორ გადააქცია ოქტავიანემ (ანუ იოანე 12) ლატერანიის სასახლე მეძავთა სახლად, როგორ ერიდებოდნენ მას წესიერი ქალები, რამდენი ჰყავდა მას ქმრიანი ქალი საყვარლად, როგორ ორგიებს აწყობდა იგი, როგორ სვამდა ის ეშმაკის სადღეგრძელოს და ა.შ".

 

რომის პაპებს შორის ტავისი გარყვნილი ცხოვრებით განსაკუთრებით გამოირჩეოდა ალექსანდრე 6-ე(ბორჯია). მას ხასად ჰყავდა თავისი ქალიშვილი ლუკრეცია. ბორჯია პაპად იყო 15-ე საუკუნის ბოლო ხანებში.

 

უფრო გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა პაპი სიქსტ 4-ე(1471-1484წწ.). მის შესახებ თავის დღიურში მისი თანამედროვე რომის სენატის მდივანი სტეფანე ინფესური წერს: ,,12 აგვისტოს, ხუთშაბათს, ღამის 5სთ-ზე სიქსტი გარდაიცვალა. ამ უბედნიერეს დღეს ყოვლისშემძლე ღმერთმა გამოავლინა თავისი ძალა მიწაზე და გაათავისუფლა ქრისტიანი ხალხი ასეთი უღმერთო და უკანონო მეუფის ხელისაგან" და აგრძელებს ,, ... როგორც ყველასათვის ცნობილია და როგორც ამას ფაქტები ადასტურებენ, ეს პაპი იყო ბიჭების მოყვარული და ბრალდებული სოდომის ცოდვაში". ,,ყველასათვის ნათელია, - დაასკვნის ინფესური, - თუ რას აკეთებდა იგი ამ ბიჭებისათვის, რომელნიც მას სამსახურს უწევდნენ საწოლში: იგი მათ არა მარტო რამდენიმე ათასი დუკატის საჩუქრებს აძლევდა, არამედ მან გაბედა კიდეც აემაღლებინა ისინი კარდინალის ღირსებაში და ასაჩუქრებდა მათ ეპისკოპატთა ბენეფიციებით".

 

ჯორდანო ბრუნო(1548-1600წწ.) თავის კომედია შანდალში წერდა: ,,პაპების გარყვნილი მოქმედების შედეგად, რომი გადაიქცა ვენერას სამოთხედ, რადგანაც რომში იმდენი სამეძაო სახლია, რამდენიც მონასტერი და მათ შორის განსხვავების დადგენა მეტად ძნელი ხდება. რომში, - წერდა შემდეგ ბრუნო, - უფრო მეტი პროსტიტუტკებია, ვიდრე ცაზე ვარსკვლავებიო".

კატეგორია: აპოლოგეტიკა | დაამატა: vasoelis (19.08.2012)
ნანახია: 1167 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]